საქართველო მსოფლიო ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა
Forbes-მა ტურიზმის ამომავალ ვარკვლავთა შვიდეულში ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასა და ტუნისთან ერთად საქართველოც შეიყვანა.
გავლენიანი გამოცემა Forbes-ი ავრცელებს სტატიას, სადაც საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად დასახელებულია, როგორც ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავი. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ შვიდმა ქვვეყანამ მოახერხა იქცეს მთავარ ტურისტულ მიმართულებებად კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში.
„საქართველო, რომელიც ხშირად ეშლებათ ამერიკის „ატმების შტატში“ [Georgia], დამაჯერებლად მიიწევს წინ, რათა მოიპოვოს კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე იდილიური ტურისტული მიმართულების წოდება. დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა ქვეყნის დედაქალაქით - თბილისით, რომელიც გამოირჩევა ძველი უბნებით, სადაც უხვადაა მოკირწყლული ქუჩები, უძველესი ეკლესიები და რესტორნები მტკვრის გაყოლებაზე. საქართველოს ქალაქური ყოფა მართლაც საოცარია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც ქვეყნის თვალწარმტაცი ბუნება: დასავლეთისკენ ბორცვებზე გადაჭიმული საძოვრები და იდილიური დასახლებები აუცილებელ სანახაობას წარმოადგენენ. ასევე არ დაგავიწყდეთ ქართული ღვინის დაჭაშნიკება. საქართველო ხომ მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია მსოფლიოში - არსებული აღმოჩენები ცხადყოფს ქართული მეღვინეობის აყვავებას ჯერ კიდევ ძვ. წ. 6000 წელს“, - აღნიშნულია სტატიაში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი