რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის

ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.

მესაკუთრეებმა პრევენციული ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსონ.  ჰიგიენური ნარცენებისთვის უნდა გამოიყოს დახურული კონტეინერი ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით. chek out-ის, ანუ სტუმრის გასვლის შემდეგ, უნდა ჩატარდეს დეზინფექცია, ოთახი უნდა განიავდეს 4 საათის განმავლობაში, დალაგება-დასუფთავებისას პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება სავალდებულოა. დალაგებამდე და დალაგების შემდეგ დამლაგებელმა ხელები უნდა დაიბანოს საპნიანი წყლით, ან უნდა დაიმუშავოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით.

 

აუცილელია ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი წერტილების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. რბილი იატაკი და ავეჯი სპეციალური საწმენდი საშუალებით უნდა გაიწმინდოს. ყოველი მოხმარების შემდეგ მტვერსასრუტიც უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით. 

 

გამოყენებული თეთრეული და პირსახოცები იზოლირებულად უნდა შეგროვდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ტომარაში. ის უნდა გაირეცხოს არანაკლებ 60 გრადუსზე.

 

არ არის რეკომენდებული მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, უმჯობესია ის სველი ტილოთი მოხდეს.

 

გასაღებით ინფექციის გადატანის თავიდან ასაცილებლად, სასურველია  სტუმრის მიღება-გასვლის დისტანციური სისტემის ამოქმედება.

წაკითხვა 690 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.