December 3, 2024

კონტრასტების ქვეყანა: მაულბურგელ ტურისტთა ჯგუფი საქართველოში სექტემბერში მიემგზავრება

გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარის მთავარი გაზეთის „ბადიშე ცაიტუნგ“-ის («Badische Zeitung») დღევანდელ, 3 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია-განცხადება სათაურით „კონტრასტების ქვეყანა: მაულბურგელ ტურისტთა ჯგუფი საქართველოში სექტემბერში მიემგზავრება“, რომელშიც მოცემულია ბადენ-ვიურტემბერგის მხარის მაულბურგის კომუნის მოგზაურობის მოყვარულთა გეგმები.

 

 „საქართველოში წასვლა დაგეგმილია 24 სექტემბერს, ერთი კვირით, პირველ ოქტომბრამდე. მსურველებისთვის ჯერ კიდევ არის რამდენიმე ადგილი. ავიარეისი ციურიხიდან განხორციელდება თბილისის მიმართულებით“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

სტატიაში აღწერილია ტურისტული მარშრუტი: პირველი-მეორე დღე - თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, მესამე-მეოთხე დღე - საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ რეგიონში - კახეთში ყოფნა (ბოდბე, სიღნაღი, გრემი), მეხუთე დღე - გომბორის გავლით მცხეთაში (საქართველოს ძველ დედაქალაქში), საქართველოს სამხედრო გზა (ჟინვალი, ანანური, ყაზბეგი). მეექვსე-მეშვიდე დღე - გორის (იოსებ სტალინის სამშობლოს) დათვალიერება, გელათის ნახვა და ბათუმში ყოფნა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.badische-zeitung.de/maulburg/land-der-kontraste-x1x--187097204.html#downloadpaper

წაკითხვა 562 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.