"აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ამყარებს მმართველი გუნდის რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება.
„აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენთან ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა ორ კანონს, ეს იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. დღეს ახალმა ადმინისტრაციამ უკვე დააანონსა, რომ თავად მიიღებენ ანალოგიურ კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსი აქვს ამ კანონს. რაც შეეხება გამჭვირვალეობის შესახებ კანონს, ახალი ადმინისტრაცია თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობასთან. თავიდან ბოლომდე ახალი ადმინისტრაციის გზავნილები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა და იმედი მაქვს, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადატვირთვას. ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს სამწუხაროდ წინა წლების განმავლობაში იყო შეუძლებელი, პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ურთიერთობები გაუარესებულიყო, ახლა ვფიქრობთ, რომ არის პოტენციალი ურთიერთობების გადატვირთვისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს" – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია
- არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს - საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება