საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა - რა პროცედურებია საჭირო გასამგზავრებლად
საბერძნეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa.info ავრცელებს.
საქართველოს გარდა სიაში მოხვდა ის 13 ქვეყანაც, რომელთაცრეკომენდაცია ევროკავშირის საბჭომ გაუწია, ესენია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეუძლიათ. ამ სიაში საქართველოც მოხვდა.
საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე იმ ქვეყნების ჩამოთვალა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ანკეტაში ასევე, აუცილებელია იმ მისამართის მითითება, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.
აღსანიშნავია, რომ ანკეტა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა იყოს შევსებული.
დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეუძლიათ –https://travel.gov.gr.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში