შემოდგომაზე და ზამთარში ტურიზმს სრული კრახი ელის
“საქართველოში ტურიზზმა ზაფხულის სეზონზე დიდი დარტყმა განიცადა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისა და კორონავირუსის მეორე ტალღიდან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ზამთრის კუტორტებზე დამსვენებელები თითქმის არ იქნება. შიდა ტურიზმე დიდი იმედი თავიდანვე არ მყარდებოდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში შეჩერდა, სფეროს სპეციალისტები ამბობდნენ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი არ გაამართლებს და იმ შემოსავალს, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისგან უნდა მიგვეღო, ვერაფერი გადაფარავდა და შეავსებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შემოდგომაზე და ზამთარში ტურიზმს სრული კრახი ელის / “ძალიან ცუდი ვითარებაა და არც კი ვიცი ის დანაკლისი როგორ ავინაზღაუროთ”.
“გადაცემა “საქმეში” “ჰელისკი ჯორჯიას” ხელმძღვანელის ვატო ასათაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს, დაახლოებით 8-10 მილიარდ ლარამდე დააკლდა. “ჩვენ ჯერ კიდევ მაისში გვახსოვს მთავრობის მხრიდან “ბაქიბუქობა”, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნიდა საზღვრებს, შეიქმნებოდა მწვანე კორიდორები, მოიზიდავდა ხალხს - ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნებოდა შესაძლებლობა სწრაფად და მარტივად გამკლავებოდა კრიზისს. თუმცა, საზღვრები არ გახსნილა და ეს მოლოდინიც იყო არასწორი. ჯერ კიდევ მაისში გამოიკვეთა, რომ ტურისტული სეზონი საქართველოში ჩავარდებოდა და ჩავარდა კიდეც. დაახლოებით 8-10 მილიარდ ლარამდე გვაქვს ზარალი, ანუ შემოუსვლელი თანხა, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ მათ შორის ჯაჭვურად სხვა სექტორებს (მომსახურების სფეროს, სოფლის მეურნეობას თუ ტრანსპორტს) დააკლდა”, - თქვა ასათაშვილმა, რომლის განმარტებით “რეალურად ეს თანხა საქართველოს ეკონომიკას დააკლდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამასთან, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ზამთრის სეზონიც არ იმუშავებს. რა ხდება დღეს? ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას არასწორი მენეჯმენტის გამო დავაკელით 8-დან 10 მლრდ ლარამდე, პლუს ამას კრიზისის წინაშე მდგომ კომპანიებს გადარჩენაში ვეხმარებით და ისევ ჩვენი დაკლებული ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ანუ ყველა ვარიანტში მინუსში მივდივართ და რეალურად პერსპექტივა არაფერი გვაქვს. უნდა შევეუგოთ ფაქტს და მაქსიმალურად ვეცადოთ კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გავიტანოთ”, - მიიჩნევს ასათაშვილი... წელს რომ ტურისტული სექტორი ძალიან დაზარალდა, არაერთი ფაქტი მოწმობს. მართალია, ზღვისპირა კურორტებზე დამსვენებლების ნაკადი შეიმჩნეოდა, თუმცა ის მოლოდინი, რომელიც ზაფხულის დასაწყისში იყო, არ გამართლდა. ბათუმში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელი, ზურა ხიმშიაშვილი ამბობს, რომ წელს რთული მდგომარეობა იყო, რის გამოც დიდად იზარალა. ზამთრის სეზონზეც ყველანაირი იმედი მყარდება, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება შემოდგომის ბოლოს - ტურიზმის სფეროს სპეციალისტის მარინა მეტრეველის განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, მით უფრო, რომ სახარბიელო ვითარება ახლაც არ არის”, - დასძენს გამოცემა.
“პირდაპირ შეიძლება მკვდარი სეზონი დავარქვათ. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროებმა და ასევე დიდმა სასტუმროებმა ფასთა კლება გავაკეთეთ, ბათუმში ტურისტული სეზონი მაინც ჩავარდა. არ გვყავდა იმდენი დამსავენებელი, როგორი მოლოდინიც გვქონდა. შარშან თითქმის არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ ხალხი არ მყოლოდა და ცარიელი ნომრები მქონოდა. წელს კი ეს ვითარება მთლიანად შეიცვალა. მაგალითად, ივლისშიც კი რამდენიმე დღე მიყოლებით ოთახები ცარიელი მქონდა. ფაქტობრივად, ჩავარდა სექტემბერიც, ე.წ. ხავერდოვანი სეზონი. ბათუმს ამ პერიოდშიც ბევრი დამსვენებელი ჰყავდა ხოლმე და წელს მათი მეოთხედიც თუ ჩამოვიდა, მადლობელი ვიქნებით. ძალიან ცუდი ვითარებაა და არცკი ვიცი ის დანაკლისი როგორ ავინაზღაუროთ, რომელიც კორონავირუსმა მოგვაყენა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურა ხიმშიაშვილი.
“მთავრობა ეძებდა გზას, რომ შემოსავალი მიეღო. ახლა ისეთი პერიოდია, როცა მეორე ტალღის დაწყებაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. ალბათ, ყველაფერი დაიხურება და არც არავინ იცის როდის გაიხსნება. როცა გახსნილი ობიექტებიც კი იკეტება და უცნობია როდის გააგრძელებენ საქმიანობას, რთულია პროგნოზის გაკეთება. სანამ გვირაბში პატარა სინათლე არ გამოჩნდება, იქამდე ვერავინ იტყვის ზამთარში როგორი სიტუაცია გვექნება. როგორც კი, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყება ეკონომიკის კლება გაგრძელდება და ეს მინუსები უფრო გაიზრდება. პროცესები პანდემიის პარალელურად განვითარდება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა მეტრეველი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში