რას ნიშნავს “დასაკეცი გარმიონისებური ბიულეტენი“ და რა ტექნოლოგიური სიახლეებია დაგეგმილი მომავალ არჩევნებზე
“ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიდის მსჯელობა, რომლის მიხდევითაც უნდა დაიხვეწოს საარჩევნო პროცედურები ისე, რომ გაყალბების შანსი ნაკლები იყოს, სხვა ცვლილებებთან ერთად საუბარია არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, როგორებიცაა მაგალითად საარჩევნო ბიულეტენზე ორჯერადი შტრიხკოდები, ელექტრონული ხმის მთვლელი და სახის ამომცნობი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას ნიშნავს “დასაკეცი გარმიონისებური ბიულეტენი“ და რა ტექნოლოგიური სიახლეებია დაგეგმილი მომავალ არჩევნებზე
"როგორც სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ესაა ტექნოლოგიების პაკეტი მომავალი არჩევნებისთვის, რომლის საბოლოო ვარიანტი შემდეგ კვიაში იქნება საბოლოოდ მზად და რომელიც გაყალბებისა და ე.წ. კარუსელების საწინააღმდეგოდაა მიმართული. ტექნოლოგიების მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება. ესაა პაკეტი და მცდელობა იქნება, რომ ადგილობრივ არჩევნებზე, ანუ ოქტომბრამდე, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. თუ არა და, რაც ახლა ვერ მოესწრება, შემდეგ უკვე ვადამდელ არჩევნებზე იქნება. ესაა, მაგალითად, ორჯერადი შტრიხკოდები სააჩევნო ბიულეტენზე, რომელიც ე.წ. კარუსელების არსებობას ფაქტიურად გამორიცხავს. ორჯერადი შტრიხკოდის დადარება დროის მომენტის გათვალისწინებით ხდება, რომელიც ბიულეტენის გარეთ გატანას და შემდეგ ან სხვაგან, ან ისევ იმ უბანზე გამიყენებას გამორიცხავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ასევე საუბარია აიდი ბარათებზე, რომ ძველი და ვადაგასული პირადობის მოწმობები გამოირიცხოს. ასევე სახის ამომცნობზე, თითის ანაბეჭდებზე და სხვა. ესაა მთელი პაკეტი, რომელშიც ეს ახალი ტექნოლოგიები მოიაზრება. გარდა ამისა, არის ე.წ. ხმის მთვლელი, ანუ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, რომლის ნაწილი რა თქმა უნდა ოქტომბრამდე მოესწრება, თუმცა ნაწილი შეიძლება საპილოტე რეჟიმში იყოს და სრულად ამოქმედება 2022 წლის ვადამდელი არჩევნებისთვის მოხდეს. ამაზეა მსჯელობა და შეხვედრა დღესაც იყო და საბოლოო სახე უკვე მიეცემა საკომიტეტო და შემდეგ საპარლამენტო განხილვების დროს", - თქვა ჩიხლაძემ. კითხვაზე რას ნიშნავს „გარმონისებური დასაკეცი ბიულეტები" ჩიხლაძემ გვითხრა, რომ ესაა ბიულეტენი, რომელზეც ორი შტრიხკოდია მიბმული. ერთი იხევა მაშინ, როცა ამომრჩეველი ბიულეტენს იღებს და მეორე იხევა მაშინ, როცა ამომრჩეველი ბიულეტენს საარჩევნო ურნაში აგდებს და შემდეგ ამ შტრიხკოდების დადარება ხდება. ესაა ბიულეტენი, რომელზეც ორივე მხარეზე შტრიხკოდებია მიბმული. ეს უბრალოდ ვიზუალურად ასე გამოიყურება, რაც კონსულტაციების დროს შემუშავდა. ბიულეტენი დასაკეცია და ყველა ამ დაკეცვაზე შტრიხკოდი აქვს მიმაგრებული. ერთი შტრიხკოდი იხევა, როცა ბიულეტენს იღებ, ხოლო მეორე - როდესაც აგდებ და, შესაბამისად, ეს დადარებისთვის, ანუ სხვა ბიულეტენი ხომ არაა შემოტანილი, რაც ამ უბაზე არ იყო, მნიშვნელოვანი გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმია”, - განაგრძობს გამოცემა.
“გარდა ამისა, იქ დროის ფაქტორიც იქნება, რომ პირველი შტრიხკოდის მოხევიდან მეორე შტრიხკოდის მოხევა რამდენ ხანში მოხდა. მოხევიდან ჩაგდებამდე პირობითად 10-15 წუთი უნდა იყოს გასული, მაგრამ არა ერთი საათი. საკომიტეტო მოსმენაზე რომ მივა, უკვე საბოლოო ვარიანტი იქნება. დღეს ბოლო შეხვედრა იყო. მე პირადად არ ვესწრებოდი, მაგრამ აქ ყველა ეტაპზე ახალი ტექნოლოგიებია გათვალისწინებული. უბრალოდ ოქტომბრამდე რა პაკეტი მოესწრება, ეს უკვე საკომიტეტო მოსმენებზე იქნება განხიულული. მაგრამ ეს ყველა რაცაა, იქნება ეს ელექტრონული ხმის მთვლელი, სახის ამომცნობი, თითის ანაბეჭდი თუ სხვა, გაყალბებისა და ე.წ. კარუსელების საწინააღმდეგოდაა მიმართული და მეორეს მხრივ ბიულეტენების ჩაყრის და მაქინაციის საწინააღმდეგოდ. თუმცა, საბოლოოდ რა იქნება მიღებული, ეს უკვე შემდეგ კვირაში საკომიტეტო მოსმენებზე გამოჩნდება, მთავარია, რომ ორივე მხარეს - ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც, თითქმის 99%-იანი თანხვედრაა ამ მეთოდოლოგიების გამოყენებაში და ზოგადად საარჩევნო ცვლილებების მხრივ," - განაცხადა ჩიხლაძემ "რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში