არის თუ არა დარღვევა სისხლიანი ბანერები - ცესკო-ს განმარტება
პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო სისხლიანი ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ მოკვლევის თანახმად, ბანერების განმათავსებელი პირი არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს.
"18-21 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა სამი საჩივარი (წარმდგენები: ISFED, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ელენე ხოშტარია – დროა") ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისსა და რამდენიმე რეგიონში განთავსდა და რამაც საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უნდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში კი უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის მიუღებელი და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს "ალმას" შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, – ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენ მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს", – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი