მოწოდებულები ვართ, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
მან მოუწოდა მოსახლეობას, მიიღონ დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა და მისცენ ხმა.
პრემიერის განცხადებით, მან არჩევენი სტაბილური ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა.
"მე მჯერა, რომ დღეს ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას.
და არა ამ ქაოსს, შფოთს, არეულობას და დაპირისპირების მცდელობას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან.
ეს არის ჩემი სურვილი და მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს.
მე მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი. ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ თავიოსუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. მე მჯერა, რომ ჩვენს ამომრჩევლებს, ყველას მივმართო თხოვნით, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დღეს დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთავარია.
ჩვენ საერთო, ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, 47% მოვიპოვეთ, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში.
ჩემი ღრმა რწმენით დღეს 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
