ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილმა 51.64 % მიიღო, ხატია დეკანოიძემ კი - 48.35 %
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქუთაისში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.
ქუთაისში დათვლილია 124-ვე საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 51,64 %, ხოლო ხატია დეკანოიძეს 48.35 % აქვს.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი და არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
