„ამ პროგრამით ასიათასობით ქართული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება“ - ლევან ბოძაშვილმა „ნეოსაქართველო“ საერთაშორისო ბლოკჩეინფორუმზე წარადგინა
„საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება და ასიათასობით ქართული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პოლიტიკური მოძრაობა“სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბოძაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე „ბლოკჩეინი სოციალური სიკეთისთვის“ ისაუბრა.
პროგრამის ავტორის განმარტებით, „ნეოსაქართველო: ბლოკჩეინისა და ტექნოლოგიური ქვეყნის ტრანსფორმაციის კონცეფციაა, რომელიც ქვეყანას ახალ საფეხურზე აიყვანს.
„პროგრამა „ნოსაქართველო“ პირდაპირ ითვალისწინებს ტექნოლოგიების მეშვეობით ასიათასობით ქართული ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საჯარო და საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირებას. აგრარული და ტურისტული სფეროებისთვის ხარისხისა და გასაღების ბაზრების უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომი ფასების შექმნის მიზნით, ფარმაცევტული სფეროს მოდერნიზებას და ა.შ. რაც შეეხება ფორუმს, მისი მთავარი დანიშნულება სოციალური საჭიროებებისა და მატერიალური დოვლათის შესაქმენლად ბლოკჩეინის გამოყენებაა,“ - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.
ცნობისთვის, ფორუმი, რომელიც 16 სექტემბერს, დილის ცხრა საათიდან ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, 200-ზე მეტ გლობალურ საბანკო, საფინანსო და ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ შორის იყვნენ, მსოფლიო ბანკის ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი ლესლი გო, აშშ მშვიდობის ინსტიტუტის მშვიდობის ტექლაბის პრეზიდენტი შელდონ ჰიმერფლაბი, კომპანიების IBM, Oracle, JP Morgan, ABN Amro აღმასრულებელი პირები და ა.შ.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
