17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 45.77% შეადგინა
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 მილიონ 607 530 ამომრჩეველმა მისცა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია - 57.3 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 41.9%", - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს.
„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა“, - განაცხადა მიქელაძემ.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
