"არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ბიულეტენების გაბათილება" - ბურჯანაძე
"ვიცი, რომ ყუთებში არის მინიმუმ 5%, სამწუხაროდ მეტი არა, მაგრამ 5%-ის ფარგლებში ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა", - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ის ეგზიტპოლებს არ ენდობა და მოუწოდებს მმართველ პარტიას, ობიექტურად დაითვალოს არჩევნების შედეგები.
"არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ამ ბიულეტენების გაბათილება როგორც ეს 2013 წელს გააკეთა, ან სხვა პარტიებისათვის გადალაგება, როგორც ეს გააკეთა 2016 წელს. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომელიც გამოცხადდა, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმართ. ისტორიულად, როდესაც 1 პროცენტი გვეწერა კვლევაშიც და ეგზიტპოლშიც, 2013-2014 წელს 10-11%-ს ვიღებდით. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ მით უფრო, რომ მისული ადამიანების 40%-მა თავისი აზრი საერთოდ არ დააფიქსირა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
