ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციასთან შედარებით, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი წევრის უპირატესობით იქნება წარმოდგენილი.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი ჰქონდა და ამის ყველა წინაპირობა არსებობდა.
20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებზე 68 509 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.53%-ს შეადგენს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ 47,6% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“- 27, 1%.
Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.