ოქტომბერი 25 2022 წაკითხვა 356 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ომის დაწყებიდან რვა თვის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, 24 თებერვალს ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს უკრაინულ ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.

ოქტომბერი 24 2022 წაკითხვა 307 ჯერ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, სავარაუდოდ, ცდილობდა შეენელებინა, ან შეეწყვიტა დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ოქტომბერი 24 2022 წაკითხვა 279 ჯერ

ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და არა უკრაინას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ოქტომბერი 23 2022 წაკითხვა 324 ჯერ

გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 16 კამიკაძე-დრონი Shahed-136 ჩამოაგდეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების მეთაურობა ავრცელებს.

ოქტომბერი 23 2022 წაკითხვა 310 ჯერ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საკითხზე მომუშავე საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად მის დაბარებას ეხმაურება და ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს.

ოქტომბერი 22 2022 წაკითხვა 341 ჯერ

თუ აქამდე მხოლოდ საფუძვლიანი ვარაუდი არსებობდა, ამჯერად უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აღარ ეპარება ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის განმეორებითი შეტევის სამზადისზე, რომლის საფრთხეს უკრაინის გენერალური შტაბი „გაზრდილს“ უწოდებს.

გვერდი 124 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.