რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ, მსოფლიოში ისევ გაძვირდა ხორბალი და სხვა პროდუქტები. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელი თითქმის 9 დოლარი გახდა. მოგვიანებით, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვიაცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იელის უნივერსიტეტის მოსწავლეებსა და ლექტორებს მიმართა სიტყვით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.