ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
უკრაინის ქალაქ ვინიცაზე 14 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება ვინიცის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ბორზოვი.
ბორზოვის თქმით, 16 ივლისს საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც სხეულის 85%-ის დამწვრობა ჰქონდა. გრძელდება 68 დაზარალებულის მკურნალობა, მათ შორის ოთხი ბავშვია. კიდევ ოთხი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მანამდე იტყობინებოდნენ 23 დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის სამი ბავშვია.
14 ივლისს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ვინიცის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე. რაკეტები მოხვდა საოფისე შენობას, ოფიცერთა სახლს, საცხოვრებელ სახლებსა და საყოფაცხოვრებო სახლი „საიუბილეოს“ ავტოსადგომს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო თანამეგობრობისგან მოითხოვა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ იქნეს აღიარებული და შეიქმნას უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საგანგებო ტრიბუნალი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვინიცაზე იერიში. მან
განაცხადა, რომ „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით იერიში განხორციელდა მაშინ, როცა ვინიცის ოფიცერთა სახლში „მიმდინარეობდა შეხვედრა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და შეიარაღების უცხოელ მიმწოდებელთა წარმომადგენლებს შორის“.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
