რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ესპანურ გაზეთ „პუბლიკო“-ში («Publico») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არა, რუსეთი დონალდ ტრამპს ხმას არ მისცემს“, რომელშიც აშშ-ზე რუსეთის შესაძლო გავლენები და საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევის შესაძლებლობა განხილული.
2-3 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
რომის პაპი ფრანცისკე „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც მანამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა.
„მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, - განაცხადა პაპმა კვირის ტრადიციული ქადაგებისას ვატიკანში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.
ჩინეთში, ანხოის პროვინციაში 5 ადამიანი დაიღუპა თრომბოციტოპენიური სინდრომის ვირუსით, რომელიც ტკიპის ნაკბენით გადადის.
გერმანიაში, ქალაქ დიულმანის ცაზე ორი მსუბუქი ვერტმფრენი ერთამანეთს შეეჯახა.