როდის გაიხსნება ეიფელის კოშკი ვიზიტორთათვის
საფრანგეთის ყველაზე თვალსაჩინო ადგილი, ეიფელის კოშკი, ვიზიტორთათვის 15 ივლისს სრულად გაიხსნება.
კორონავირუსის გავრცელების გამო, სამი თვის განმავლობაში ის დახურული იყო.
ყველა სტუმარს მოეთხოვება უსაფრთხოების წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.
ზედა სართულზე, ერთდროულად, არაუმეტეს 250 ადამიანს შეუძლია ყოფნა. ასევე დასაშვებია ლიფტით სარგებლობა. 104-დღიანი დახურვის შემდეგ კოშკმა 27 მილიონი ევროთი იზარალა. თუმცა ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, ვიზიტორთა რიცხვი ჩვეულ რაოდენობას დაუბრუნდება.
სიახლეები
- უკრაინასა და რუსეთში მსხვერპლია დრონებით შეტევების შედეგად
- ,,ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი
- ,,ისეთ მღელვარებაში ვარ, წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის"- მეუფე ანტონი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძე აირჩიეს
- თურქეთმა ისრაელის პრეზიდენტის თვითმფრინავს ასტანაში ფრენის ნებართვა არ მისცა
