ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.
მანამდე თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიენიჭა.
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. მისივე თქმით, ტაძრის მეჩეთად გადაკეთება არ ნიშნავს, რომ ის ტურისტებისთვის ჩაიკეტება.
თურქეთის ხელისუფლება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა.
აია სოფიას ტაძარი ბიზანტიაში VI საუკუნეში აიგო, XV საუკუნეში ოსმალთა იმპერიამ ის მეჩეთად აქცია. ობიექტს აქამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და ის 1985 წლიდან UNESCO-ს ნუსხაშია შეტანილი.
სიახლეები
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- ,,განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს"- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს” საწარმოო პროცესი შეუჩერა
