აფრიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთათვის 1,5 მილიონ საფლავს ამზადებენ
სამხრეთ აფრიკის პროვინცია, გაუტენგი კორონავირუსით გარდაცვლილთათვის წინასწარ 1.5 მილიონ საფლავს ამზადებს.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თქმით, აფრიკაში COVID-19-ის შემთხვევები სწრაფად იზრდება და ამიტომ ყველაზე უარესი სცენისთვის მზადება კარგი გამოსავალია.
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა ნახევარ მილიონამდე მიაღწია. აფრიკის CDC– ის ხელმძღვანელის თქმით, მასშტაბური ტესტირების დონე დაბალია, 1.3 მილიარდიან კონტინენტზე სულ 5,7 მილიონი ტესტი ჩატარდა, ამიტომ რეალური რიცხვების დასახელება წარმოუდგენელია.
მისი თქმით, ვაქცინის დაგვიანების შემთხვევაში აფრიკა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
"ვაქცინა ერთადერთი იარაღია, რომლის საშუალებითაც ჩვენი ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაბრუნდება”, - დასძინა მან.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
