ჩინეთში 5 ადამიანი დაიღუპა ვირუსით, რომელიც ტკიპის ნაკბენით გადადის
ჩინეთში, ანხოის პროვინციაში 5 ადამიანი დაიღუპა თრომბოციტოპენიური სინდრომის ვირუსით, რომელიც ტკიპის ნაკბენით გადადის.
ამის შესახებ ინფორმაციას Global News ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხუთი დაღუპულის გარდა, კიდევ 23 ადამიანი საავადმყოფოში ძლიერი ცხელებით გადაიყვანეს.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ამ რეგიონებში ტკიპებმა დაიწყეს ახალი ბუნიავირუსის გადაცემა, რაც უკიდურესად საშიშია, ვინაიდან ინფიცირებულ პაციენტს შეუძლია ვირუსის სხვა ადამიანებზე გადაცემა. დაავადება იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი სიცხე, თრომბოციტოპენია და გულისრევა.
სამედიცინო კომისიის დაავადებათა კონტროლის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ლუანი მთიანი რეგიონია და მინდორებში მომუშავე გლეხებს ხშირად კბენენ ტკიპები.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს