თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჩაიშალა, “ნაცმოძრაობა” თავის საარჩევნო სიას გაანულებს

“პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ დამატებით, მათ შორის საარჩევნო სიების განულებასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ჩვენ მოთხოვნას ჩატარდეს ახალი არჩევნები” - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჩაიშალა, “ნაცმოძრაობა” თავის საარჩევნო სიას გაანულებს.

“ოპოზიცია პარლამენეტში შესვლის პირობად ხელისუფლებისგან, საერთაშორისო გარანტიებით, ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვთა ფორმებს მიმართავს. “ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და თუ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიებით გასული პირები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, საარჩევნო სიის მომდევნო პირებს, იმავე რაოდენობით, შეუძლიათ შევიდნენ პარლამეტში. კონსტიტუციონალისტთა თქმით, ამ შემთხვევაში, ოპრზიციურ პარტიას შეუძლია არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადებით მიმართოს ცესკოს და გაანულოს თავისი საარჩევნო სია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ ჯერ ველოდებით როგორ დასრულდება მოლაპარკების მორიგი რაუნდი, რა წინადადებით წარსდგება ხელისუფლება მოლაპრაკების მაგიდასთან. ჩვენი მოხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ახალი არჩევნები, იქნება ეს ორი თვის შემდეგ თუ გაზაფხლზე რიგგარეშე არჩევნები. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვტილებას სამომავალო გეგმებთან დაკავშირებთი. მათ შორის იქნება საარჩევნო სიების განულების საკითხი და პროტესტის სხვა ფორმები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

 

“კონსტიტუციის დებულებები წაკითხული უნდა იქნას კონსტიტუციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით. კონსტიტუცია არ უარყოფს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის თანამდებობაზე ყოფნაზე უარის თქმას”, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს შეუძლია კენჭისყრაზე არ დააყენოს პარლამენტარების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ფორმალურად პარლამენტის წევრებად დარჩებიან ად პარლამენტიც, ფორმალურად მაინც, არ იქნება ერთპარტიული. ოპოზიცია ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ვერავინ აიძულებთ მათ გახდნენ პარლამენტარები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დეპუტატს პარლამენტის წევრობაზე უარის თქმას ვერავინ აუკრძალავს, - ხმალაძე.

“კონსტიტუცია არ უარყოფს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, რომელთა შორის არის თანამდეობაზე ყოფნაზე უარის თქმა. ამიტომ ნებისმიერი დებულება, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში, წაკითხული უნდა იქნას კონსტიტუციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით. ადამიანის ნებისმიერი თავისუფლება კონსტიტუციის პრინციპია, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს. ამიტომ, ვერავინ აიძულებს პირს მისი ნების საწინაღმდეგოდ დარჩეს ამ თანამდებობაზე. ანუ ამ შემთფხვევაში მისი ნების გარეშე გახდეს პარლამენტის წევრი. მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს კონსტიტუციური უფლების აღდგენა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

წაკითხვა 934 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.