"ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ოპოზიციის მხარესაა"
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს. ნათელაშვილის თქმით, მისი პოზიცია იგივეა, უნდა ჩატარდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნები და საზოგადოებამ მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა.
ნათელაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ოპოზიციის მხარესაა.
„როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა გამოტანა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, გარკვეული წლების შემდეგ, ეს ცნობილი გახდება, ყველაფერი უცნობი კარგად ნაცნობი გახლავთ. ჩვენი პოზიცია არის ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელის მოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ახალი დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა. არ შეიძლება, მოკავშირეებმა დაიკავონ სხვა პოზიცია გარდა იმისა, რომ მოგვიწოდონ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, აბა, სხვანაირად პარტნიორები შუამავლები აღარ გამოვლენ.
ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება იმისთვის, რომ ამ კონტინეტს მიეღო სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება და ისეთი არჩევნები, რომელსაც იმსახურებდა, ამას მიაღწიეს. ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ჩვენს მხარეს უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
