მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციები ახალი წესით დაკომპლექტდება
მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნა ახალი წესით იქნება შესაძლებელი.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან/და ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
ამასთან, ახალი პროცედურით, ფრაქციის შექმნის უფლება შვიდ დეპუტატს ექნება.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნა ექვს დეპუტატს შეეძლო და ასევე, შესაძლებელი იყო, ერთი პარტიის წევრებს რამდენიმე ფრაქცია შეექმნათ.
მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, შესაძლოა, მამუკა მდინარაძე გახდეს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება, მას შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობის შეთავსებაც მოუწიოს, რადგან ახალი რეგლამენტით, უმრავლესობის ლიდერის პოსტი ფორმალური ხასიათისაა.
მამუკა მდინარაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო, თუმცა 2019 წლის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის და უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის შემდეგ, მან უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
