"პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა გადის ახალ არჩევნებზე"
ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებამ ამ წარმონაქმნს რომის სენატიც რომ დაარქვას, ამით არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტი არ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.
„რაც ადრე აღიქვამს ამას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ნეირონები და მისი გარემოცვა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ვერ გადაურჩებიან ქართველი ხალხის რისხვას და მათ მოუწევთ პოლიტიკური კოცონი, მით უკეთესი იქნება მათთვის და ქვეყნისთვის. ერთხელ არ დათანხმდებიან, მეორედ არ დათანხმდებიან, მესამედ დაჭკვიანდებიან და დათანხმდებიან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მაშინ იქნება დემოკრატიული არჩევნები, როდესაც აღარ იარსებებს მუდმივი ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაქცეული სუპერ სამინისტროდ, მილიონი დაფინანსებით, ჩამოყალიბებული გამყალბებელთა ბიუროკრატიით, რომელთა მიზანია შეკვეთების შესრულება.
„ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ სამართლებრივად ჯერ ყველაფერი ცუდის გაკეთებაა შესაძლებელი. ჟვანიას სამართლებრივად ყველა მოდელი აჯობებს. უნდა შევარჩიოთ უკეთესი, არასამთავრობოებიც არ წარმოადგენენ იდეალურ მოვლენას და არც ჩვენ ვართ იდეალური. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევარჩიოთ წესიერი, პატიოსანი ხალხი ამ სისტემაში. მთავარია, მოვსპოთ მუდმივობა ცესკო-ში. ჩვენთვის მთავარია, ჩავატაროთ არჩევნები ჟვანიას და მისი მსგავსების გარეშე. ეს არჩევნები იყოს ხელახალი და რაც შეიძლება ჩქარა. დამერწმუნეთ, ვერანაირი გაყალბებაზე მორგებული საარჩევნო სისტემა ივანიშვილს ვერ გადაარჩენს. ის მიჰყვება ბაბილონის გოდოლივით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"