"დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს"
დღეს ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად წამოვა დათმობებზე,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნათელაშვილს მედიასთან კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.
„იმ ორგანოში შესვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხულია, ეს პარლამენტი არ შედგება, ეს არის მკვდრადშობილი ორგანო. დღეს ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად წამოვა დათმობებზე.
ძალიან გთხოვთ, ნუ დამარღვევინებთ საერთაშორისო ეტიკეტს, ჩვენ ელჩებთან შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით, იმისთვის, რომ შედეგები მალე მივიღოთ, დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ ხომ შედეგები გვინდა? თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, პარლამენტის ახალი არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვასთან დაკავშირებით, ნათელაშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოში არ არსებობდეს.
„ჩემი ამოცანა და მიზანია, რომ არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოში არ არსებობდეს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნების წინ და არჩვენების შემდეგ იშლება, ჩვენ ამ დონეზე უნდა მივიდეთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"