"კობახიძის განცხადება არის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა"
ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც იგი საუბრობს შანტაჟის, მუქარის ენით, ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 700 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომ იგი ამ პარტიას ჩახსნის რეგისტრაციიდან ინიცირებას გააკეთებს ამ კანონმდებლობის, ეს არის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა, შანტაჟის და მუქარის ენა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი არ ჭრის.
„ირაკლი კობახიძე, რომელიც თავად იღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას, არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მედიაციის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას. კობახიძე მოლაპარაკებების პარალელურად აკეთებს მძიმე განცხადებებს, ამიტომ მე პირადად მის განცხადებებს განვიხილავ მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად. გულწრფელად გეტყვით, მომხრე ვარ, რომ ყველანაირი პოზიციები, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას, მათ შორის მოლაპარაკებებზე, ასევე „ქართულ ოცნებას“ გასაჯაროვდეს რაც შეიძლება მალე. ხვალ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვიმსჯელებთ სწორედ ამ საკითხზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს „ქართული ოცნება“ კვლავ შანტაჟის ენით საუბრობს. ყველამ მინდა გაიგოს, ეს არის ჩვეულებრივ ლუკაშენკოს გზაზე შედგომა, როდესაც უკვე იმ ნამცეცების დათანხმებაზე, რასაც თითქოს რამდენიმე ან ზოგი ოპოზიციონერი აანონსებდა, ეს არის ერთი ადამიანის რეპრესიებზე ხელის მოწერა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ