„რესპუბლიკელებმა“ ელისაშვილის გზა აირჩიეს - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ალეკო ელისაშვილის გზა აირჩია. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტთან განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, არ ელოდებოდა, რომ ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო პარტიამ სხვა.
„ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, პარტია „რესპუბლიკელებმა“, ჩემდა სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, არ შეიძლება ადამიანების მოტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არ არის კარგი საქმე. მოლაპარაკებების გაგრძელება არ გაგრძელებასთან საპარლამენტო მანდატი არაფერ შუაში არ არის. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ გაგრძელდება. ამიტომ ტყუილია, ვწუხვარ, რომ ეს მოლაპარაკებებს უკავშირდება. არ უკავშირდება. გული დამწყდა, არ ველოდებოდი, რომ ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ სხვა გადაწყვეტილება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, შანტაჟისა და მუქარისა, მოვიდა არჩევნებზე, ხმა მისცა ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
