"ოპოზიციაში ყველა არ არის სააკაშვილის, გვარამიას, ბოკერიას და უგულავასნაირი"
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არიან „განსხავებული პოლიტიკოსები“, რომლებიც შევლენ პარლამენტში.
კითხვაზე, თუ როგორ იქნება დაკომპლექტებული საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ირაკლი კობახიძე დასძენს: „მანამდე შემოვლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და ერთობლივად, ნახევარი ურმავლესობა უნდა იყოს, ნახევარი ოპოზიცია და ამ ფორმით ჩამოყალიბდება კომისია. იმ ოპოზიციაში ყველა არ არის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, გიგა ბოკერიას და უგულავასნაირი. არიან განსხავებული პოლიტიკოსები და ისინი შემოვლენ პარლამენტში“,-განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ყველა საკითხს შეისწავლის, რაც არჩევნებს უკავშირდება.
„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და გამოვთქვით მზადყოფნა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. მათ შორის, შეგვიძლია შევთავაზოთ პარტიონრებს რომ თუნდაც ეს უხეში ხარვეზი იყოს გამოძიებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, რა თქმა უნდა PVT-საც და ყველა სხვა საკითხსაც, რომელიც უკავშირდება არჩევნებს საგამოძიებო კომისია შეისწავლის“,-აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"