"კი, 11 დეკემბერს დაგვაბრუნეს საბჭოთა კავშირში მაგრამ 4 წლით საბჭოთა კავშირს ვერ დააბრუნებენ ნამდვილად" - მარგველაშვილი
"11 დეკემბერს დაგვაბრუნეს საბჭოთა კავშირში, მაგრამ 4 წლით საბჭოთა კავშირს ვერ დააბრუნებენ, ნამდვილად", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნება" იყო წარმოდგენილი, დასანანი და შეურაცხმყოფელი სანახავი იყო.
"ეს მართლაც დასანანი და შეურაცხმყოფელი სურათია. მე რიცხვებს და თარიღებს ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" შეიძლება დაფიქრდეს, როდის არის მათთვის მომგებიანი პოლიტიკური კალენდარი და როდის იქნება მათთვის მომგებიანი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია ისინი თავისი პარტიის პოზიციიდან ფიქრობენ და, ბუნებრივია, მათზე იქნება დამოკიდებული მეტწილად ამ თარიღის დანიშვნა. ბევრი დეტალისგან შედგება.
ის, რომ ეს დღეიდან გაღრმავდება, ეს ფაქტია, ამ მომხდარ ამბავს დღეიდან მარტო გაღრმავება უწერია. ვერაფრით ვეღარ შეტრიალდება ეს ამბავი სხვა სცენარში. შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ უკვე ვეღარ შეტრიალდება. ეს დაიწყებს გაღრმავებას.
ქართული ოცნება ეცდება ალბათ პოლიტიკური კალენდარი მოარგოს თავისთვის სასარგებლო დღის წესრიგს, რაც ასევე ნორმალურია პოლიტიკური პარტიისთვის.
თარიღებს ვერ გეტყვით. კი, 11 დეკემბერს დაგვაბრუნეს საბჭოთა კავშირში მაგრამ 4 წლით საბჭოთა კავშირს ვერ დააბრუნებენ ნამდვილად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სიახლეები
- “შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება – ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას” - მაჭარაშვილი
- პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ
- შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.თ. დააკავეს
- ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
