" ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვებიც"
ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები, ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური, რომლებიც შლიან დღეს რეალურად ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები“.
„ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია ბოკერია, შეიძლება მერაბიშვილზეც და სხვებზეც ლაპარაკი, შლიან დღეს „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, რომ საფლავში ჩაიყოლოს ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები, ანალოგიურად „ნაცმოძრაობის“ ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც არის ძალიან კარგი პროცესი. ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ უკვე ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, ამაში რომ გვეხმარებიან ეს ოდიოზური ფიგურები, არის ძალიან კარგი“, – განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
