"ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი აღარ გვაქვს"- დავით კირკიტაძე
მოლაპარაკების ამ გაჭიანურებულ პროცესში ჩვენი მეგობარი ელჩების, ჩვენი ფასილიტატორების თხოვნით და ხათრით ვრჩებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ ხელისუფლების მხრიდან კეთილგონიერების მოლოდინი არ აქვთ. ამასთან, როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი მოლაპარაკების პროცესის გამწვავებისკენ არის მიმართული.
„ნამდილად აღარ გვაქვს და არც არასდროს გვქონია ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, მით უმეტეს, მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია არა მოლაპარაკებისკენ, არამედ გამწვავებისაკენ, ულტიმატუმისკენ და ეს ნამდვილად არ აახლოებს პოზიციებს. ჩვენი, ყველას მიზანი იყო, რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისი განმუხტულიყო მოლაპარაკების გზით, მიგვეღწია კონსენსუსისთვის და მსოფლიოში აპრობირებული, ნაცადი მეთოდით მომხდარიყო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა მიუხედავად „ქართული ოცნების“ შემხვედრი ნაბიჯებისა, ვხედავთ ყოველდღიურად გართულებას, მოლაპარაკების საბოტირებას და მათ სურვილის არქონას, შედგეს მოლაპარაკებები შედეგიანად. აქედან გამომდინარე, როდესაც გსურს რაიმეზე მოლაპარაკება, ორივე მხარე უნდა იყოს მზად. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ისინი დღენიადაგ ზრუნავენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი სკამები და ქვეყანა დატოვონ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ კრიზისში“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
