ვინ არის ოპოზიციონერი, რომელიც პარლამენტში შედის
"პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.
ინფორმაციას თავად ენუქიძე ადასტურებს. მისი განმარტებით, ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.
ენუქიძე ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როდის მივა პარლამენტში.
"მე ვარ და ვრჩები "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმაა სწორი. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უციდა არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით"- განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
