მოასწრებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი "კუდის ბოლო მოქნევას" ირანის წინააღმდეგ?
ეს მძიმე, 2020 წელი ირანთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებით დაიწყო და შეიძლება ისევ ირანით დამთავრდეს, თუკი პრეზიდენტობის ვადის მიწურულს ტრამპი გაბედავს და დაარტყამს ისრაელის მთავარ მოწინააღმდეგეს.
ის, რომ თავისი ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ძალზე ლოიალურად იყო განწყობილი ისრაელის მიმართ და თითქმის ყველა მის "სურვილს" ასრულებდა, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა.
2020 წლის 3 იანვარს ბაღდადში ირანის ძალზე გავლენიანი გენერლის - ყასემ სოლეიმანის მოკვლა ნამდვილად შედიოდა ისრაელის სახელმწიფოებრივ ინტერესებში, თუმცა
მაშინ, წლის დასაწყისში, მსოფლიო უკვე დადგა დიდი ომის დაწყების წინ, როდესაც 8 იანვარს, ირანმა მისი გენერლის მოკვლისთვის შურის საძიებლად ერაყში ბალისტიკური რაკეტებით ამერიკული სამხედრო ბაზა დაბომბა...
პენტაგონის მიერ გაგზავნილი ძლიერი სამხედრო-საზღვაო არმადა უკვე შევიდა ორმუზის ვიწრო სრუტეში (რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებს აერთებს) და ირანის სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს აღმოჩნდა.
ტრამპი კი დატოვებს "თეთრი სახლის" ოვალურ კაბინეტს, მაგრამ რა დღეში აღმოჩნდება მსოფლიო, თუ მან ირანზე სარაკეტო დარტყმა მოასწრო?!
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
