მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა 85-მა დეპუტატმა გამოუცხადა.
გიორგი გახარიასა და მის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახეა. იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ დაიკავა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:
პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;
იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
