"ლელო" მზადაა განაგრძოს მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან"
"არჩილ თალაკვაძის განცხადება იმედისმომცემია", - ასე გამოეხმაურა პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განაცადებას.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით თუ მზაობა არის სახელისუფლო პარტიის მხრიდან, "ლელო" მზადაა განაგრძოს მოლაპარაკებები.
„ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში შესვლასა და იქ მუშაობას, რათა მიღწეული შეთანხება რეალიზებულ იქნას საკანონმდებლო აქტებში. ალბათ ამას გულისხმობდა, თორემ დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიციამ, 51 ოპოზიციონერმა შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით ასეთი პერსპექტივა არ არის", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
- “მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
