"მას მართლაც მოუწევს წასვლა და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ქონების დაბრუნება" - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვიდეომიმართვით ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხისთვის.
"გავეცანი, ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას - რამდენჯერ უნდა ჩაგვთვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?! რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საზოგადოებას არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?! დამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!
ახლა ყვება, რომ თურმე 2012 წლის არჩევნები გაყალბდა. თუ გაყალბდა, ხელისუფლება როგორ გადაეცა მას. ყვება, რომ არჩევნები ახლა კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება გადაეცა ოპოზიციის კოალიციისთვის, ჩაიდო ჯიბეში და თურმე, ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმან, რომ მისი თქმით, სიღარიბე, არის ობიექტური რეალობა საქართველოში და ამას უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად, სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა საქართველოს მოსახლეობას ჯიბეებიდან, ბოლო 8 წლის განმავლობაში. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა. ქვეყანაში ეკონიმიკური ზრდა დოლარის გამოხატულებაში, არის 0%. სიღარიბე პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა ზუსტად ორჯერ. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოში არის სწორედ ივანიშვილი, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს. სიღარიბე პირდაპირი შედეგია იმისა, რომ არის ნეპოტიზმი და თუ პატრონი არა გყავს მის ბანდაში, ვერაფერს ვერ აღწევ. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლო და უკანონო სისტემისა, რომელიც გაბატონდა საქართველოში. არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც თვითონ მოუწოდებს, გაყაროს საზღვარგარეთ.
მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ წასვლა ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემ "შნირებს" გადავაბარე ხელისუფლება. ის ამდენი წელია, არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. ის მართლაც წავა, მას მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ის დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, მას მოუხდება ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ამოღებული ქონების დაბრუნება. საქართველოს ეკონომიკა არის განადგურებული, ქართული ოჯახები არის ფეხქვეშ გათელილი და ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს ასე მოხდება. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ურჩხულის მარწუხებისგან," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი