გაზრდის თუ არა ივანიშვილის წასვლა ხელისუფლება-ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობას

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნებიდან” წასვლამ შესაძლოა ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნას ქვეყანაში და ამ მიმართულებით მეტად საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკებების შედეგზე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, რადგან თებერვლის პირველ დღეებში, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვასა და დაკმაყოფილებას დაიწყებს. მოახდენს თუ არა გავლენას ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ივანიშილის წასვლა და ხომ არ შეცვლის ეს ოპოზიციის გეგმებს?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაზრდის თუ არა ივანიშვილის წასვლა ხელისუფლება-ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობას.

 

“ანალიტიკოსების აზრით, ეს კარგი საბაბი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ოპოზიციამ შეიძლება გააკეთოს გათვლა იმაზე, რომ ივანიშვილის წასვლა მმართველ გუნდში კრიზისს შექმნის და ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება. უახლოეს დღეებში ოპოზიციის მორიგი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც ერთობლივი მოქმედების სტრატეგიაზე იმსჯელებენ და ბევრი რამ სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუმცა, ოპოზიციაში წინმსწრებად აცხადებენ, რომ მოთხოვნები არ შეიცვლება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მათ გეგმებს ვერ შეცვლის. პირიქით, ივანიშვილის წასვლამ შესაძლო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილის წასვლა-არ წასვლა მხარეებს შორის მოლაპარაკების ბედს ვერ შეცვლის. ექსპერტი პეტრე მამრაძეც ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ვერანაირ როლს ვერ ითამაშებს მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ივანიშვილი ჯერ არსად წასულა, ის წასვლის პროცესშია და ვერც იმის საფუძველს ვხედავ, რომ ივანიშვილის წასვლა-არ წასვლა მოპარაკების ბედს შეცვლის, რადგან მხარეებს დეკლარირებული აქვთ წითელი ხაზები. ვიდრე ეს წითელი ხაზები არ მოიშლება, ანუ არ განულდება არაფერი გამოვა. წითელი ხაზების პირობებში მოლაპარაკებას შედეგი არ ექნება. მოლპარაკებას შედეგი ექნება თუ მხარეები პირობების გარეშე დაიწყებენ საუბარს”- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ოპოზიციას არ უნდა რომ შევიდეს პარლამენტში, სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ითხოვენ იმას, რაც შეუძლებელია, მაშინაც კი, როცა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. უცხოელი ელჩებიც დარწმუნდნენ ამაში. ასე რომ, მოალაპარკების რაუნდების გამართვა და ივანიშვილის წასვლა არაფერ შუაშია", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

წაკითხვა 483 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.