"ვლადიმერ ზელენსკის მივმართავ, იქნებ, მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს"
ვლადიმერ ზელენსკის მივმართავ, იქნებ, მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დახია და შემდეგ უკრაინაში სახურავებზე დარბოდა, მრავალი წელია, საქართველოში თავის მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.
„ვლადიმერ ზელენსკის მივმართავ, იქნებ, თავის ჩინოვნიკს, მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დახია და შემდეგ უკრაინაში სახურავებზე დარბოდა, მერამდენე წელია, თავის მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს? ეს ნორმალური არ არის. მიხეილ სააკაშვილის უაზრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თხოვნა და მოთხოვნა მექნება, რომ იქნებ, ლაგამი ამოსდონ. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კანონი უზენაესია, განურჩევლად სტატუსის, მრწამსის თუ რელიგიური მიმდინარეობის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს თუ ჯარიმებს დაექვემდებარება. სახელმწიფოს პროვოკაცია არ უნდა მოვუწყოთ და ინსტიტუციები არ უნდა ჩამოვშალოთ. ვინც ამაზე მიდის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგას”, – განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"