,,იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ" - ნიკა მელია
,,იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ.
ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს.
,,2019 წლის 20 ივნისი, ესაა თარიღი, რომელიც გვახსოვს. მეტიც, 100 წლის მერე, როცა არ ვიქნებით, ისტორია შეუნახავს ჩვენს შვილებს, შთამომავლებს ამ თარიღს.
ესაა თარიღი, როცა თბილისში ოკუპანტი სახელმწიფოს ყველაზე აგრესიული წარმომადგენლი, სერგეი გავრილოვი ჩამოიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვეს. თარიღი, როცა ეს უსამართლობა გააპროტესტა ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ამისთვის სახელმწიფომ მათზე სასტიკად იძალადა.
2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, ამ პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნადაიწყო. მათ შორის ჩემიც. თუმცა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის გამო, მაშინ, ჩემი დაპატიმრება ვერ მოახერხეს.
ისტორიაში პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო დააკისრეს და პარალელურად სამაჯურის ტარების ვალდებულება დამეკისრა. სამაჯურის, რომელიც ჯიპიარესთანაც კი არ იყო მიბმული. ამ დრომდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. სამაჯური გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა განაჩენი დამდგარია.
პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც აუკრძალეს საჯარო სივრცეებში სიტყვით გამოსვლა.
პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო გადახდილი აქვს, მაგრამ კვლავ სთხოვენ გადახდას.
ვებრძოლო უსამართლობას და ამავდროულად დავემორჩილო?! არა, არ დავემორჩილები, რადგან ეს უსამართლობაა, მორალი არ მომცემს ამის უფლებას.
მე ახლა ვარ ოფისში, რომლის კისერზეცაა მოდერნიზებული სახელწმფიოს შექმნა. შესაბამისად, პატივს ვცემ კანონს, მაგრამ არა მურუსიძეს, ფარცხალაძეს, ივანიშვილს.
არ ვპროვოცირებ, უბრალოდ მინდა ჩემი ქმედებით გავწყვიტო უკანონობის, უსამართლობის, პოლიტიკური დევნის ჯაჭვი და ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სადაც სამართლიანად ჩატარდება არჩევნები.
არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლოთ, ტყვიაც რომ მესროლოთ მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა.", - განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი