"პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემს კანდიდატურას აღარ დავაყენებ" - ბაქრაძე
მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარტიის მომდევნო ყრილობაზე არ დავაყენო კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, პარტიას და ოპოზიციურ სპექტრს მუდმივად სჭირდება განახლება, რაც მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
,,ევროპული საქართველოს" მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა, სადაც წესდებიდან გამომდინარე დადგება პარტიის თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენო კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება? პირველი, იმიტომ რომ პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება და დღეს, საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარტიაშიც და ოპოზიციურ სპექტრშიც მიმდინარეობდეს მუდმივი განახლება, გამოჩნდნენ ახალი სახეები და არ არსებობდნენ მუდმივი ლიდერები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ,,ევროპულ საქართველოში" ჩემი 4-წლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის. მაგრამ კიდევ 4 წლით დარჩენა უკვე იქნება ცუდი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სიტყვა ევროპული არ არის მხოლოდ პარტიის სახელი, ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, მუდმივ განახლებას და მუდმივ როტაციას", - განაცხადა ბაქრაძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
