"თეა წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება" - ელისაშვილი
თეა წულუკიანს, როგორც ჩანს, პარლამენტი ეპატარავება და უქმნიან სამინისტროს, არ შეუძლია, რომ არ იყოს მინისტრი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნება" რეალობას არის მოწყვეტილი.
"ქვეყანაში, რომელიც იხრჩობა სიღარიბეში, სადაც ადამიანები ლუკმა -პურის გარეშე არიან დარჩენილები, კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა და ახალი ხარჯების გაღება არის აღმაშფოთებელი, ეს არის დასტური იმის, რომ "ქართული ოცნება" რეალობას არის მოწყვეტილი და არ იციან პარლამენტის კედლებს მიღმა ხალხს როგორ უჭირს. შესაბამისად, მე ვარ და ვიქნები წინააღმდეგი.
ადამიანს რომელმაც თავი მოიჭრა მსოფლიოში არაეთიკური ქცევით, როცა სხვისი ნომერი გამოაქვეყნა, ნიშნავენ კულტურის მინისტრად", - განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- ,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
- “მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
