"სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა" - ირაკლი ქადაგიშვილი
მისასალმებელია, როდესაც აღსრულების პროცესი შესრულდა და ჩატარდა კანონის სრული დაცვით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის ჩატარების წინააღმდეგობა არავის ექნება.
"სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა. მისასალმებელია, როდესაც აღსრულების პროცესი შესრულდა და ჩატარდა კანონის სრული დაცვით და მინიმალური რისკები იქნა დაშვებული იმისთვის, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო.
რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება და მათ შორის, საპროტესტო აქციების თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით. აქციის ჩატარებაზე წინააღმდეგობა არავის ექნება, რა თქმა უნდა თუ ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და იმ კანონის დაცვით, რომლითაც რეგულირდება ეს ყოველივე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სიახლეები
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს