გახარიამ უშველა თავს - რას ფიქრობს ქუთაისის მოსახლეობა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

თითქმის წელიწადნახევრიანი მმართველობის შემდეგ გიორგი გახარია 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.

გადაწყვეტილების მიზეზი ნიკა მელიას საქმე გახდა. როგორც მისი განმარტებებიდან ირკვევა, გახარიას და „ქართული ოცნების“ გზები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე მიღებული გუშინდელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხმა გაყო. დღევანდელ გამოსვლაში ექს-პრემიერმა ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტზე შტურმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიხსენია, თუმცა განმარტა მიზეზები, რის გამოც თუნდაც კანონიერი ღონისძიების ახლა აღსრულება მისთვის მიუღებელი იყო. 

 

თუმცა ახლად დანიშულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხა და ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

 

სპეცოპერაცია 23 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

 

FirstNews.ge დაინტერესდა თუ რას ფიქრობდა აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოება და ქუთაისში გამოკითხვა ჩაატარა.

 

„ძალიან მინდა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. დღეს, რომ ცხოვრება გვაქვს, ამნაირი არ მახსოვს. ხალხმა უნდა მოინდომოს და ისე წარმართოს საკუთარი ცხოვრება. გახარიამ უშველა თავს. არ მესაქმება თქვენთან არაფერიო და წავიდა. მეორედ ის დარბევაზე ვეღარ წავიდოდა. ეს იქნებოდა მისთვის სიკვდილის ტოლფასი.  არ გადადგა ეს ნაბიჯი და წასვლა არჩია .

გამოსავალი ერთიანობაშია. ასეთი გაყოფა და გაუცხოება არ შეიძლება, ასე შევარდნაძის დროსაც არ იყო.“

 

63j262283265345212 1289811658013260126 n

 

ქუთაისის მოქალაქეების უმრავლესობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გახარია ძლიერი პოლიტიკოსი იყო.

 

"ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური მოვლენები, რაც საქართველოში ხდება არ არის სწორი, რადგან სტაბილურობა არ იგრძნობა.  ხალხშია პრობლემა, რადგან ერთსულოვნება არაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა იპოვოს გამოსავალი, რაც დაასტაბილურებს ქვეყანას. ან ერთ პარტიას მიემხროს ან ერთი აზრი ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.

მელიას დაკავება სამართლიანი იყო, რადგან ამით ის მაგალითს აძლევდა სხვებს, ვისაც სამაჯური ეკეთება.  სხვებიც ხომ შეიძლება ასე მოქცეულიყვნენ.

გახარია კი არ უნდა გადამდგარიყო, რადგან ის ძლიერი, სტრატეგიული პოლიტიკოსი იყო.“

 

გამოკითხული მოქალაქეებიდან ერთ-ერთი მიიჩნევს, რომ ნიკა მელია დასაჭერი იყო. 

 

"მელია დასაჭერი იყო, რადგან კანონი დაარღვია. გახარია რატომ გადადგა ჯერ ის გავიგოთ და მერე ვიმსჯელოთ, მაგაზე.  ყველაზე ცუდს კი იმას ვხედავთ, რომ საქართველოს ტერიტორიები იყიდება და ლეჩხუმში ამხელა ჰესს გვიშენებენ, ესაა ყველაზე მეტად მისახედი."

 

ქუთაისის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ახალი ძალაა საჭირო.

 

"ერთი რამე ვერ გავიგე თუ კანონს ვარღვევ, არ ვემორჩილები მას და ამისთვის დამიჭერენ, აუცილებლად  რატომ არ უნდა დაეჭირათ მელია? კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის. მოვიშორეთ პირსისხლიანი "ნაცები. კი ბატონო ვენდეთ "ოცნებას", ვერ გაგვიმართლეს იმედები ბევრ რამეში. ნაცები გვეუბნებიან, რას გადაგვაყოლეთ ამ წარსულს, ჩვენ რატო გვედრებითო. წინ გაიხედეთო კი ბატონო მართალი ხართ. მაგრამ წინ ისევ თქვენ გინდათ დაგვხდეთ. ეს გვინდა ახლა ჩვენ?! უკეთესს მოველით. არ გაამართლა "ოცნებამ" წავა, მაგრამ ისევ "ნაცები" არამც და არა. ხალხს ძალიან კარგი მეხსიერება გვაქვს და კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების ძალადობა და დაკავებებიც. ახალი ძალაა საჭირო. გახარია კი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში."

 

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს,, რომ გახარია პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.

 

"ნაცი" დილას გადაშენდეს და "ქოცი" საღამოს. გახარია უძლიერესი პოლიტიკოსია და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, სჭირდება ქვეყანას."

წაკითხვა 675 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.