თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კლებისა, ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ ვითარება გაუარესდება, მთავრობა იძულებული გახდება შეზღუდვები ისევ დააწესოს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ამისა, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, დავიცვათ ეს ელემენტარული მოთხოვნები და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ამის შესაბამისი კონტროლი შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა .
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
