ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა
პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ ახალი მოძრაობა, "დროა" ჩამოაყალიბა.
"დროა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით", - აცხადებს სოციალურ ქსელით გავრცელებულ მიმართვაში პოლიტიკოსი.
ხოშტარიას თქმით, ის ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ამხელს და არ შეეგუება.
"თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო", - აღნიშნავს ხოშტარია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
