ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული - კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დროა, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა გამოიყენონ, რათა „ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით“.

როგორც დანიელსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების საქმეა, რომ ელჩების დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი, რათა არსებულ სიტუაციას გაუმკლავდნენ.

 

„მოხარული ვარ აქ ყოფნის გამო. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. მე საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში 10 დღის წინ წარიმართა, ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რომ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა, პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ელჩი ჰარცელი და დეგნანი უწევდნენ ფასილიტაციას, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს. აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის, ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ ჩვენი დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი იმისთვის, რომ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კოვიდი, ეკონომიკური სიტუაცია და გამოსავალი ნახონ. ეს არის ხედვა იმისკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ“,- განაცხადა დანიელსონმა.

წაკითხვა 469 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.