ფარული ჩანაწერები რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება - მიხეილ სააკაშვილი

ფარული ჩანაწერები, რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, კეთდებოდა თუ არა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფარული ჩანაწერები.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერები კი კეთდებოდა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამე გავრცელებულიყო.

 

„რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამის გავრცელება? ეს არის სპეკულაცია. მე ვლაპარაკობ ფაქტებით. ცხრა წელი ვიყავი ხელისუფლებაში, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სადმე ტელევიზიაში ან სოციალურ ქსელში გავრცელებულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ კადრები. მოვიდა ივანიშვილი, დაიწყო და მოქოქა ეს სისტემა. ეს არის რეალობა და ამიტომ ერთ პლანზე დაყენება საერთოდ სასაცილოა. სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ხელისუფლების ბორიოტად გამოყენება არ უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ამისათვის არის სასამართლო, არის წესები როგორ უნდა მოხდეს და რა კეთდება, იმისათვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა მიმდინარეობდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავინ, არაფერი არ გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რაღაც სხვა მიზნებისთვის. ეს არის ორი სხვადასხვა თემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

წაკითხვა 464 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.