ოპოზიცია ქუჩას კი არა, უკვე ფანჩატურსაც ვეღარ ავსებს - ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია ქუჩას კი არა, უკვე ფანჩატურსაც ვეღარ ავსებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
 

 

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი რიტორიკითა და ქცევით საზოგადოება დაღალა, რის გამოც, მათი პოზიციები შესუსტებულია.

 

„ქუჩას კი არა, უკვე ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ. ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად, ასეთია დღეს მათი პოზიციები საზოგადოებაში. საზოგადოება დაღალეს იმ რიტორიკით და ქცევებით, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველა შეფასებით, არჩევნები იყო სამართლიანი და მაინც გაჯიქებული არიან, არ შედიან პარლამენტში. საზოგადოება ამას ხომ ხედავს და აფასებს. ბუნებრივია, აქედანაც გამომდინარეობს ის, რომ მათი პოზიციები საზოგადოებაში კიდევ უფრო შერყეულია, ვიდრე ეს იყო თუნდაც არჩევნების წინ. აქედან გამომდინარე, ასე თუ გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ამასთან, კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოაქვთ, რაც დადებულ პირობას ეწინააღმდეგება.

 

„რაც შეეხება ინფორმაციის გატანას, ისინი საჯაროდაც არ ერიდებიან ისეთ განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დადებულ პირობას. ინფორმაციის გაჟონვა წინა მოლაპარაკებების დროსაც ხდებოდა მათი მხრიდან და ახლაც აგრძელებენ ასეთ საქმიანობას, რაც არის უპატივცემულობის გამოხატულება, პირველ რიგში საერთაშორისო პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დღეს შეთანხმდნენ მხარეები, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია მხარეების პროცესისადმი მიდგომაზე.

 

„ყოვლისშემძლე არავინ არ არის. მისია თუ არის შეუძლებელი ან ვინმესთვის, მაგალითად, თვითმიზანი თუ ის არის, რომ ეს პროცესი შეთანხმებით არ დასრულდეს, ეს შეთანხმება ვერ შედგება, ეს დიალოგი ვერ იქნება წარმატებული. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამოკიდებულებას გამოამჟღავნებენ მხარეები დიალოგის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალური მოლაპარაკებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს მოდერატორის გადასაწყვეტია.

წაკითხვა 491 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.